22:34 - 08 Jul, 2026
|
2022-11-15 20:05:27, 1755 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - G20-ის დროს უკრაინის დაბომბვა რუსეთის მხრიდან დამცირებაა იმ ლიდერების, რომლებიც მხარს უჭერენ აგრესორთან დიალოგს
G20-ის დროს უკრაინის დაბომბვა რუსეთის მხრიდან დამცირებაა იმ ლიდერების, რომლებიც მხარს უჭერენ აგრესორთან დიალოგს. - ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი არ სთავაზობს მოლაპარაკებებს დაპირისპირებულ მხარეს, არამედ აყენებს ტერიტორიულ ულტიმატუმებს. "გახსოვდეთ: რუსეთის ფედერაცია არ გვთავაზობს მოლაპარაკებებს, არამედ გვიყენებს ტერიტორიულ ულტიმატუმებს. ნებისმიერი ფლირტი ტერორისტთან მთავრდება რაკეტით საცხოვრებელ შენობაზე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ უკრაინის 15 რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კრივი რიჰსა და მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები რაკეტებს ისვრიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)