|
2022-11-14 15:19:52, 1795 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინასთან მოლაპარაკების პირობები უარყო
რუსეთმა უკრაინასთან მოლაპარაკების პირობები უარყო,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ გრუშკო ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთი მოლაპარაკების წინაპირობებით არ არის კმაყოფილი. „ასეთი პირობები მიუღებელია. ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამ მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, ადგილზე არსებული ვითარება უნდა იყოს გათვალისწინებული", - განაცხად გრუშკომ. ამასთან, უკრაინამ კრემლს კვლავ შეახსენეს მოლაპარაკებების დაწყების „ფორმულა“. "რუსეთი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ გვიკარნახოს თავისი პირობები", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნიკოლენკომ. მისი თქმით, ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება მხოლოდ შესაბამისი პირობებითაა შესაძლებელი, კერძოდ:
„სხვა პირობებში შეუძლებელი იქნება მდგრადი მშვიდობის მიღწევა“, - დასძინა ნიკოლენკომ. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)