23:41 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 19:45:05, 1726 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მიწის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მიწის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სიტუაციის სტაბილიზებისთვის პირველადი ზომები გატარებულია.

"ვენ ვაგრძელებთ ჩვენი მიწის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სიტუაციის სტაბილიზებისთვის პირველადი ზომები გავატარეთ. მოქალაქეებს მშვიდობიანი ცხოვრება უნდა დავუბრუნოთ, ისინი ამას დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, განვიხილეთ მტრის თავდასხმებისგან ენერგეტიკული ინსფრასტრუქტურის დაცვის საკითხი და იმ ობიექტების აღდგენა, რომლებიც რუსების მიერ დაბომბვის დროს დაზიანდა. უკრაინა მზად უნდა იყოს ზამთრისთვის ისე, როგორც შეგვიძლია. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების. გამარჯვებისთვის ვმუშაობთ, დიდება უკრაინას!". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics