|
2022-11-11 13:11:15, 2121 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მოსახლეობასთან, ასევე, ასოციაცია „მერკურის“ ბენეფიციარებთან და თანამშრომლებთან, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე, პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს მათი უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების მიმართულებით პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე და დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე. ასევე, ხაზი გაესვა ფემიციდის პრევენციის კუთხით ერთობლივი მუშაობის გაძლიერების საჭიროებას. „რეგიონის მასშტაბით გამართულ შეხვედრებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესს, გენდერული სტერეოტიპების გაანალიზებას; განიხილეს, თუ რა ბარიერებს აწყდებიან ქალები, როდესაც ისინი ძალადობის მსხვერპლები ხდებიან. ასოციაცია „მერკურის“ ბენეფიციარებს, კამპანიის ფარგლებში სპეციალურად დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცათ, რომელიც ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის. შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა: პროკურორებმა და შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ფემიციდის შეჩერება კომპლექსური გამოწვევაა, რომელთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა და ერთიანი ძალისხმევა. პროკურატურის წარმომადგენლებმა ბენეფიციარების ისტორიები მოისმინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს. საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women). ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)