|
2022-11-11 11:10:05, 1073 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ გენდერულ საკითხებზე მუშაობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით იწყებს
„საქართველოს რკინიგზა“ და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ახალი ინიციატივის განხორციელებას იწყებენ. პროექტის მიზანი რკინიგზის სექტორში თანაბარი შესაძლებლობებისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაა. პრეზენტაცია სატრანსპორტო და საგანმანათლებლო სფეროში ჩართული პარტნიორების მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე გამოვიდა. ,,თანაბარი შესაძლებლობები საქართველოს რკინიგზის სექტორში და ახალგაზრდების ტექნიკური უნარების გაძლიერება“ ორწლიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება როგორც ახალი, ასევე, განახლდება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის არსებული პროფესიული მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამები. გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზაში გენდერული თანასწორობის პრინციპების უკეთ გატარების მიზნით შემუშავდება გენდერულად მგრძნობიარე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა და პროცედურები. თანაბარი შესაძლებლობების სამოქმედო გეგმაში კი აისახება ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც კომპანია გადადგამს გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული რკინიგზის მოდერნიზაციის პროგრამის ნაწილია და მას ფრანგული კომპანია, AETS განახორციელებს, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)