14:10 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 16:02:08, 1028 ნახვა

მსოფლიო
ზალუჟნი - უკრაინამ ხერსონის ოლქში ოკუპანტებისგან უკვე 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 9 ნოემბერს ორი მიმართულებით 7 კილომეტრით დაწინაურდნენ და 12 დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისი თქმით,  ამ დროის განმავლობაში უკრაინამ შეძლო კონტროლის აღდგენა 41 დასახლებაზე.

„მტრის ყოველი ეგრეთ წოდებული „კეთილგანწყობის“ მიღმა ჩვენი ჯარების კოლოსალური ძალისხმევა დგას. ისევე როგორც მტერმა უკან დაიხია კიევიდან და ხარკოვის რეგიონიდან, დატოვა ზმეინის კუნძული, ხერსონიდან გასვლაც ჩვენი აქტიური მოქმედებების შედეგია“,- განაცხადა ზალუჟნიმ .

ზალუჟნის თქმითვე, ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ლოჯისტიკური მარშრუტები და მომარაგების სისტემა, დაარღვიეს მტრის სამეთაურო-კონტროლის სისტემა, ამიტომ რუსებს გაქცევის გარდა სხვა გზა არ ჰქონდათ.

გარდა ამისა, მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ინფორმაციას ხერსონიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ ვერც დადასტურებს და ვერც უარყოფს.

“ახლა ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ ან უარყოთ ხერსონიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას ჩვენი გეგმის შესაბამისად“,- დასძინა ზალუჟნიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობამ გამოაცხადა, რომ ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ჯარები გაიყვანა.

იმავდროულად, უკრაინაში რუსეთის განცხადებებს სკეპტიკურად უყურებენ და მოუწოდებენ არ დაუჯერონ მტერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics