14:10 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 14:50:41, 1259 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი - ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდნენ, გაძარცვეს, ზეიმობდნენ, დახოცეს და წავიდნენ

ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდნენ, გაძარცვეს, ზეიმობდნენ, დახოცეს „მოწმეები“, დატოვეს ნანგრევები, წავიდნენ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი "სიკვდილის ქალაქად" აქციოს.

"რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი "სიკვდილის ქალაქად" აქციოს. რუსი სამხედროები ნაღმავენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ: ბინებს, კანალიზაციას. მარცხენა სანაპიროზე მდებარე არტილერია ქალაქის ნანგრევებად გადაქცევას გეგმავს. ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდნენ, გაძარცვეს, ზეიმობდნენ, დახოცეს „მოწმეები“, დატოვეს ნანგრევები, წავიდნენ",- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობამ გამოაცხადა, რომ ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ჯარები გაიყვანა. 

იმავდროულად, უკრაინაში რუსეთის განცხადებებს სკეპტიკურად უყურებენ და მოუწოდებენ არ დაუჯერონ მტერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics