02:37 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 16:06:36, 874 ნახვა

საზოგადოება
მერაბ ქვარაია ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მერაბ ქვარაია ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დელეგაციის წევრები საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროექტის „რძის პროდუქტების მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომა  (DIMMA) ფარგლებში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი საძოვრების მართვის მიმართულებით ყირგიზეთში გატარებული რეფორმის გამოცდილების საქართველოს მხარისთვის გაზიარება იყო. 

აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთში, IFAD-ის მხარდაჭერით, საძოვრების მართვის გაუმჯობესების და მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სამი პროექტი განხორციელდა. 

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საძოვრების მართვის რეფორმაზე, მის დადებით  მხარეებსა და არსებულ გამოწვევებზე, სატარიფო პოლიტიკაზე, დაბეგვრის და საძოვრების განაწილების თავისებურებებზე ისაუბრეს.

ყირგიზეთის დელეგაციაში შედიოდნენ რესპუბლიკის პარლამენტის აგრარული კომიტეტის, ფინანსთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რამდენიმე რეგიონის საძოვრების კომიტეტის ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრას სააგენტოს მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა ჭიპაშვილი და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ზაქაიძე ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics