|
2022-11-08 11:23:47, 786 ნახვა
საზოგადოება
თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო
სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დეტალები სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონების, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ლაშა შალამბერიძემ შეხვედრისას აღნიშნა, თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება. „ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ახალი პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უშუალოდ არიან ჩართულები პროგრამის განხორციელების პროცესში. თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპია პროგრამაში ფერმერების ჩართვა. პროგრამაში რეგისტრაცია 7 ნოემბერს დაიწყო და 2023 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. მეორე ეტაპზე, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება, ფერმერებს აგრობარათებზე კუთვნილი დახმარება ჩაერიცხებათ“, - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 - 3 ჰექტარი თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას. მათივე ცნობით, დახმარება ქულების სახით გაიცემა და ფერმერებს აგრობარათზე დაერიცხებათ. როგორც უწყებაში აცხადებენ, 3 ჰექტრის ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის. სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)