|
2022-11-07 09:47:06, 1780 ნახვა
სამართალი
თბილისში ავტობუსში არასრულწლოვანს ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ
თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში არასრულწლოვანი ამბობს, რომ ავტობუსში კაცი შეხსნილი პიჯაკის გამო, ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხა თავს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით ემუქრებოდა. „ეს „კაცი“ თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო. რატომ გაცვია შეხსნილი ღილებითო. რა შენი საქმეა, მე რა მეცმევათქო და დავიწყეთ კამათი“, - წერს მოქალაქე საკუთარ ფეისბუკზე და ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ახალგაზრდას. მისივე თქმით, კაცი მოკვლით ემუქრებოდა და მოგვიანებით დაარტყა კიდეც. „მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე. მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა“, - წერს მოქალაქე და ამბობს, რომ ავტობუსის მგზავრების ნაწილი თავდამსხმელს უჭერდა მხარს. "ეს კაცი მოკვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა. დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ. მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ. მერე წერეთლის 126 გააჩერა მძღოლმა, პოლიციას ველოდებოდით". - აცხადებს არასრულწლოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)