|
2022-11-06 11:20:13, 1176 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით ტრაპიზონში იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორ ირაკლი გულედანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, ტრაპიზონში იმყოფებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს ტრაპიზონის გუბერნიის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის დირექტორატში, სამინისტროს წყლის პროდუქტების კვლევით ინსტიტუტში, ტრაპიზონის ბუნების დაცვისა და ეროვნული პარკების კალმახის წარმოების ობიექტზე, თევზის დამუშავების, დახარისხებისა და დაფასოების საწარმოსა და სამინისტროს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიმართა. „ტრაპიზონში ქართული დელეგაციის ვიზიტის მიზანია, გავეცნოთ, თუ როგორ ვითარდება მეთევზეობა და როგორ მიმდინარეობს თევზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. შეხვედრების ფარგლებში, მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და ტრაპიზონის ინსტიტუტებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კი, საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტად განავითაროს მეთევზეობის მიმართულება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნენ ტრაპიზონში აკვაკულტურის განვითარების მიმართულებებს, დაათვალიერეს მეთევზეობის ცენტრალური ინსტიტუტისა და სურსათის კონტროლის ლაბორატორიები. გამართულ შეხვედრებზე, საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხს ტრაპიზონის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგიონულ ლაბორატორიასა და წყლის პროდუქტების კვლევით ინსტიტუტთან. ტრაპიზონში გამართულ შეხვედრებს თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს, სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურების, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)