|
2022-11-02 11:33:45, 1198 ნახვა
საზოგადოება
ლილუაშვილი გვარამიას საქმეზე - მოსამართლეებს თავიანთ სინდისთან არაფერი ესაქმებათ, შვილებს თვალებში ვერ ჩახედავენ
დღეს ჩვენ ვნახეთ ე.წ. მოსამართლეები ე.წ. პროცესზე, - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მეუღლე სოფო ლილუაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩება. როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, კონკრეტული საქმის მოსამართლეები საერთაშორისო საზოგადოებისგან სათანდო პასუხს მიიღებენ. "მე სხვა იმედი არ მქონდა. გეტყვით იმას, რომ ბრძოლა გრძელდება. ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და აუცილებლად მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას. მე ნამდვილად არ მშურს დღეს ამ მოსამართლების იმიტომ, რომ ვიცი, კონკრეტულად ეს მოსამართლეები მიიღებენ სათანადო პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან. ამიტომ, მხოლოდ წინ და მხოლოდ გამარჯვებისკენ. მათ თავიანთ სინდისთან არაფერი ესაქმებათ, ვერ ჩახედავენ თავიანთ შვილებს თვალებში, ისინი ვერ ჩახედავენ მომავალ თაობებს თვალებში და ისინი შევლენ საქართველოს ისტორიაში ისეთებად, როგორებიც დღეს ვნახეთ. ჩვენ ვიბრძოლებთ მათი შვილებისთვისაც და მათი სინდისისთვისაც, მაგრამ მათ კარგი პასუხი არ ელოდებათ", - უთხრა ლილუაშვილმა "მთავარ არხს". ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. აღნიშნულ ინსტანციაში "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორის საქმის განხილვა სექტემბერში დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდა. ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)