03:55 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-29 16:35:34, 1773 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი - უკრაინამ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 52 ჯარისკაცი დაიბრუნა

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა გამართეს. 52 უკრაინელი ჯარისკაცი სახლში დაბრუნდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ერმაკის თქმით, უკრაინამ მტრის ტყვეობიდან გაათავისუფლა ეროვნული გვარდიის 12 ჯარისკაცი, მათ შორის ორი "აზოვის" ჯარისკაცი, 18 სამხედრო საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურე, 8 მესაზღვრე, 9 თავდაცვის ჯარისკაცი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 3 ჯარისკაცი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე.

„აზოვსტალის დამცველები, მარიუპოლის დამცველები და ვინც ბევრის სიცოცხლე გადაარჩინა სახლში ბრუნდებიან. ჩვენ მოვახერხეთ ტყვეობიდან დაგვეხსან აზოვსტალში მყოფი მარიუპოლის სამხედრო ჰოსპიტალის ქირურგიული განყოფილების უფროსი და 65-ე სამხედრო ჰოსპიტალის ახალგაზრდა სამხედრო ქირურგი. ჩვენ ვაბრუნებთ საზღვაო ქვეითს, რომლის მეუღლეც ახლახან წავიდა ტყვეობიდან, და მოხალისე მარიუპოლიდან სიმბოლური გვარით "მოსკვა", ასევე მეზღვაური ზმეინის კუნძულიდან",- განაცხადა ერმაკმა.

მისივე თქმით, სახლში ბრუნდებიან ასევე ჩერნობილის ზონაში ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცები

შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 ოქტომბერს, "DPR"-ის ე.წ. ხელმძღვანელმა დენის პუშლინმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები 50-50 ფორმულით გაცვალეს .

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics