01:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 18:02:40, 2264 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა გერმანელ დიპლომატებს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩთან და თავდაცვის ატაშესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ  ერნსტ პეტერ ფიშერსა და ვიცე-პოლკოვნიკ ანდრეას ზებალდს საქართველოში დიპლომატიური მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა. მან საქართველოსა და გერმანიას  შორის თავდაცვის სფეროში  მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სფეროში საქართველოს გერმანიასთან, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორთან, ასეთი ინტენსიური თანამშრომლობა არასოდეს ჰქონია. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება   საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების, თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის პროცესში გერმანიის  მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა და გერმანულ მხარეს მტკიცე პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გერმანიის, როგორც  ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერი ქვეყნის როლი,  რომელიც ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს ხელმძღვანელობს,  როგორიცაა: თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS), სამხედრო-საინჟინრო მიმართულება და სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების განვითარება. 

საუბარი ასევე შეეხო ნატოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის პროექტში სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გერმანიის, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის   ჩართულობასა და უდიდეს ფინანსურ კონტრიბუციას. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში  მიმდინარე   პროცესები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ერთობლივი საქმიანობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და მასთან დაკავშირებული მზარდი საფრთხეებიც მიმოიხილეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics