21:01 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 11:57:50, 1070 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - რუსეთი ომს მორალურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით აგებს

რუსეთი სულ უფრო მეტად არის იზოლირებული, ის მორალურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით აგებს ომს,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, დილით მძიმე თავდასხმა განხორციელდა კიევზე დრონების გამოყენებით, შესაბამისად განხიხილება არსებულ მდგომარეობა და მიღებული იქნება საჭირო ზომები.

„დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი საკითხი უკრაინა იქნება, საიდანაც დღეს დილიდან ცუდ ამბებს ვიგებთ. დილით მძიმე თავდასხმა განხორციელდა კიევზე დრონების გამოყენებით. ჩვენ განვიხილავთ არსებულ მდგომარეობას და მივიღებთ ზოგიერთ ზომას. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, ეხება უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშს და საწვრთნელ მისიას. იმედი მაქვს, ყველა იქნება თანახმა. ომის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები გრძელდება და ეს იგრძნობა მთელ მსოფლიოში. რუსეთი სულ უფრო მეტად არის იზოლირებული, როგორც ეს დავინახეთ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის დროს. მორალურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხითაც რუსეთი ამ ომს აგებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“,- განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი შეხვედრას გამართავს, რომელსაც ასევე დაესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics