21:09 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 17:39:46, 1210 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება

ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა თქვა, რომ საჭირო 300 ათასი ადამიანიდან 222 ათასი ადამიანი ქვედანაყოფში უკვე გაგზავნეს, თავდაცვის სამინისტროდან კი, მობილიზებულთა რაოდენობის გაზრდის შესახებ, დამატებითი წინადადებები არ წამოსულა.

"როცა სამობილიზაციო ღონისძიებები დაიწყო, მხოლოდ მაშინ გაირკვა, რა ხარისხის იყო ის. ეს საინფორმაციო ბაზა ახლა ახლდება თანამედროვე საფუძველზე და იქნება მაქსიმალურად სანდო“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics