21:08 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 17:22:36, 960 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა გამოსცა განკარგულება, რომ ყირიმის ხიდი 2023 წლის 1 ივლისამდე უნდა აღდგეს

რუსეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, ყირიმის ხიდი 2023 წლის 1 ივლისამდე უნდა აღდგეს. 

მედიის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა.

მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენა კომპანია "Нижнеангарсктрансстрой-ს" დაევალა, რომელმაც სარემონტო სამუშაოები 2023 წლის 1 ივლისამდე უნდა დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა, რომელშიც რუსეთის ФСБ-ს ბრალდებით ქართველებიც მონაწილეობდნენ. 

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, რუსეთმა ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics