21:08 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 13:19:33, 1123 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული მედია - სევასტოპოლის სასაფლაოზე რუსებმა 30 ათასი მოკლული ოკუპანტი დაკრძალეს

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დროებით ოკუპირებული სევასტოპოლის სასაფლაოზე რუსებმა 30 ათასი მოკლული ოკუპანტი დაკრძალეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სპეცსამსახურების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, რუსები ქალაქში მარხავენ ოკუპანტებს, ბოევიკებსა და მობილიზებულ ადამიანებს, რომლებმაც სამხრეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს.

"რუსებმა შეიმუშავეს პრაქტიკა, რომ ოკუპანტების ცხედრები ბრძოლის ველიდან არ გაიტანონ - მათ ყირიმში ან წინა ხაზზე მდებარე დასახლებებში კრძალავენ.

ლიკვიდირებული ოკუპანტების ნაწილი ბელარუსში - გომელში, რუსეთში - კურსკსა და ბელგოროდში დაკრძალეს. სამხრეთის კოლოსალურმა დანაკარგებმა კი, ოკუპანტები აიძულა, კიდევ ერთი სამარხი გაეთხარათ. 

სევასტოპოლის სასაფლაოზე ოკუპანტებს ხშირად უსახელო საფლავებში ასაფლავებენ. ყირიმის საავადმყოფოებში დაღუპული დამპყრობლებიც სევასტოპოლში დაკრძალეს", - წერს უკრაინული მედია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics