23:16 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 14:04:29, 1328 ნახვა

მსოფლიო
პუტინი და ლუკაშენკო ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაავრცელა.

ლუკაშენკოს თქმით, არაა გამორიცხული, რომ ნატო და ევროპის რამდენიმე ქვეყანა ბელარუსის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის ვარიანტებს განიხილავდნენ

„მოკავშირე სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებთან ვითარების გაუარესების გამო, ჩვენ შევთანხმდით რუსეთის ფედერაციისა ად ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონული სამხედრო ჯგუფების განლაგებაზე. ეს თავსებადობაში მოდის ჩვენს დოკუმენტებთან, სადაც ნათქვამია, რომ თუ საფრთხის დონე აღწევს ამჟამად არსებულ დონეს, ჩვენ დავიწყებთ მოკავშირე სახელმწიფოს სამხედრო ჯგუფების გამოყენებას. ამ ჯგუფის ძირითადი ნაწილი არის ბელარუსის შეიარაღებული ძალები. გაცნობებთ, რომ ამ ჯგუფის ფორმირება ორი დღის წინ დაიწყო“,- განაცხადა ლუკაშენკომ.

აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკოს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად სად განთავდება ერთობლივი სამხედრო დანაყოფი და გადაწყვეტილებას საჭიროების მიხედვით მიიღებენ.

„ყოველთვის ვამბობდი, ამ დაჯგუფების საფუძველი არის არმია, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები. უნდა გაცნობოთ, რომ ამ ჯგუფის ფორმირება დაწყებულია. მგონი, ეს ორი დღეა, გრძელდება“,- დასძიინა ლუკაშენკომ.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics