|
2022-10-05 18:24:55, 1655 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. უწყების ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები, ხაზი გაესვა საგადასახადო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს. ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს გააცნო ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და ამ ფონზე, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და საზღვარზე ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილების მნიშვნელობას. სომხეთის ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)