|
2022-10-04 10:48:16, 745 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები ესპანეთში, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ
შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები ესპანეთში, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. გამოცდილების გაზიარების მიზნით, გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ესპანეთის შრომისა და სოციალური უსაფრთხოების ინსპექციაში, შრომის უსაფრთხოების რეგიონულ ინსტიტუტსა და სხვა უწყებებში. სასწავლო ვიზიტის მიზანი შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებისთვის ესპანეთის შრომისა და სოციალური უსაფრთხოების ინსპექციის ძირითადი მახასიათებლების გაცნობა იყო. სასწავლო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფრო ბექა ფერაძე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მიქაია, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია მჭდელიშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ნათია ბუბუტეიშვილი და კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში სალომე ჭელიძე. სასწავლო ვიზიტი ჩატარდა ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „საქართველოში შრომის პირობების/შრომითი ურთიერთობების, აგრეთვე სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება” მხარდაჭერით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)