01:38 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 16:21:28, 1449 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის რეგიონების ანექსიას ერთხმად დაუჭირა მხარი

რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა. 

ე.წ. ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რუსეთთან მიერთებას 413-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისას – 412-მა, ზაპოროჟიეს ოლქის – 409-მ, ხოლო ხესონის – 411-მა. ოთხივე შემთხვევაში გადაწყვეტილების წინააღმდეგ არავინ წასულა.

შეთანხმებები, რომლებიც უკრაინის ოლქებში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელებთან გაფორმდა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა.

ცნობისთვის, ხვალ, უკრაინის ოკუპირებული ოლქების რუსეთის ფედერაციაში შეყვანა უნდა დაამტკიცოს რუსეთის საკნონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიის შესახებ შეთანხმებებს ხელი მოაწერა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics