13:46 - 24 Jul, 2026
|
2022-10-03 12:56:31, 2411 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში მასწავლებელმა, დასჯის მიზნით, მოსწავლეები მუხლებზე დააყენა - შსს-მ გამოძიება დაიწყო
მარნეულის სკოლაში ქართული ენის მასწავლებელმა, რაჰმან მუსაევმა, დასჯის მიზნით, მოსწავლეები მუხლებზე დააყენა. შემთხვევა სოფელ კირიხლოს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ მოხდა, რის შესახებაც ინფორმაცია აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, ვინაიდა მარნეულის ბევრი სკოლაში ასეთი სიტუაციაა - ამის მთავარი მიზეზი კი სკოლის პოლიტიზირებაა. როგორც ბაირამოვამ დასძინა, ქართულის პედაგოგი სკოლის დირექტორის ძმისშვილია და მარნეულის საკრებულოს წევრი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)