13:46 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-02 11:50:07, 788 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პოლიციის ატაშეები პოლონეთსა და ესპანეთში წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ევროპის ქვეყნებში მივლენილი პოლიციის ატაშეები წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე, პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ პოლონეთის პოლიციის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ოქროს მედლით დააჯილდოვა. გამსახურდიას აღნიშნული ჯილდო პოლონეთის პოლიციის მთავარმა კომენდანტმა, გენერალმა იაროსლავ შიმჩიკმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონია პოლიციის მთავარი კომენდატურის შენობაში გაიმართა.

საქართველოს პოლიციის ატაშე, შალვა შუბლაძე კი “წითელი ჯვრის" მედლით დაჯილდოვდა. ამ დრომდე, არ ყოფილა შემთხვევა, რომ უცხოელი პოლიციის ატაშე ესპანეთში აღნიშნული ტიპის და მაღალი რანგის მედლით დაჯილდოებულიყო. შალვა შუბლაძეს “წითელი ჯვრის” მედალი, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ფერნანდო გრანდე მარლასკას ბრძანებით, არსებული წარმატებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გათვალისწინებით გადაეცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics