16:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-01 18:19:32, 1698 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი რუსეთთან მოლაპარაკებებზე - აზრი არ აქვს მოლაპარაკებას მათთან, ვინც „ძვლებზე ცეკვავს“

აზრი არ აქვს მოლაპარაკებას მათთან, ვინც „ძვლებზე ცეკვავს“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინთან და მის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რადგან მათი სიტყვების ფასს უარყოფითი ღირებულება აქვს.

„აზრი არ აქვს მოლაპარაკებას მათთან, ვინც "ძვლებზე ცეკვავს" - პუტინთან და მის გარემოცვასთან. მათი სიტყვების ფასს უარყოფითი მნიშვნელობა აქვს. მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ რუსეთის ახალ პრეზიდენტთან, რომელიც უფრო ადეკვატურად შეაფასებს რეალობას“,- განაცხადა პოდოლიაკმა. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულების ხელისმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, რომ "უკრაინამ უნდა შეწყვიტოს ცეცლი და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics