16:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 20:35:09, 1765 ნახვა

ომი უკრაინაში
მიშელი - რუსეთის მხრიდან უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსია დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგო ნაბიჯია

ევროკავშირი გმობს უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიას, არასდროს ვაღიარებთ. - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ესაა აგრესია ფუნდამენტური თავისუფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ.

"პუტინმა მიიღო რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიის გადაწყვეტილება. ეს ანექსია მოჰყვა ცრუ რეფერენდუმებს. ევროკავშირი ცალსახად უარყოფს და გმობს უკანონო ანექსიას და არასდროს აღიარებს, ისევე, როგორც არ აღიარა ყირიმის ანექსია 2014 წელს. ესაა აგრესია ფუნდამენტური თავისუფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ". - ნათქვამი განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics