|
2022-09-30 15:05:15, 927 ნახვა
საზოგადოება
ლაქ-საღებავებიდან აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევების შემცირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მუშავდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტექნიკური რეგლამენტის პროექტის „საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული გამხსნელების გამოყენებით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების ზღვრული ნორმების შესახებ“ განხილვა გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგლამენტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად შეიმუშავა. რეგლამენტის პროექტის განხილვას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ლაქ-საღებავების მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეგლამენტის პროექტის განხილვაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ დღეისათვის, ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ლაქ-საღებავებში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობა არ რეგულირდება. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მიღება, რომელიც ქვეყანაში აონ-ების გაფრქვევების შემცირების მიზნით, ითვალისწინებს შეზღუდვების დაწესებას აონ-ების მაღალი შემცველობის მქონე საღებავების, ლაქებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციისთვის, ასევე დაარეგულირებს შესაბამისი პროდუქტების ეტიკეტირების საკითხებს. ტექნიკური რეგლამენტის პროექტს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ქართველი და ევროპელი ექსპერტების მიერ ჩაუტარდა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA). დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, აქტიურად მიმდინარეობდა კონსულტაციები საქართველოში ლაქ-საღებავების მწარმოებელ, იმპორტიორ და დისტრიბუტორ კომპანიებთან. „საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული გამხსნელების გამოყენებით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების ზღვრული ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ამოქმედება მომავალი წლის 1-ელ სექტემბერს იგეგმება.
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)