|
2022-09-28 16:17:02, 1242 ნახვა
მსოფლიო
გაიდაი - ე.წ. რეფერენდუმის შედეგები ლუგანსკის რეგიონში მცხოვრებთა რაოდენობას არ ემთხვევა
ე.წ. რეფერენდუმის შედეგები არ ემთხვევა ლუგანსკის რეგიონში მცხოვრებთა რაოდენობას, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. როგორც გაიდაი ამბობს, რუსეთის ცნობით, ე.წ. რეფერენდუმებზე, ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში, თითქმის იმდენივე ადამიანმა მისცა ხმა, რამდენიც 2012 წლის ოქტომბერში უზენაესი რადას არჩევნებში. ოლქის ხელმძღვანელის თქმით, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დაწყებამდე, ათასობით ადამიანმა რეგიონი დატოვა. "თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "რეფერენდუმზე" 1,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა. 2012 წელს კი, უკრაინის უმაღლეს რადას არჩევნებში ლუგანსკის ოლქის ამომრჩეველთა სიებში 1,829 მილიონი ადამიანი შევიდა. ამასთან, მხოლოდ 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში 320 ათასი მიგრანტი დარეგისტრირდა", - განაცხადა გაიდაიმ და დასძინა: „ეს თამაშები რეფერენდუმში არაფერს შეცვლის. ჩვენ დეოკუპაციისთვის ვემზადებით". შეგახსენებთ, რომ ე.წ. რეფერენდუმები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 23-27 სექტემბერს მიმდინარეობდა. კრემლის მტკიცებით, რუსეთთან შეერთებას მხარი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)