17:48 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 09:46:43, 1749 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი ე.წ რეფერენდუმებზე -რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან სალაპარაკო არაფერია

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

"რუსეთის მიერ ფსევდორეფერენდუმების „ნორმალურად“ აღიარება, ეგრეთ წოდებული ყირიმის სცენარის განხორციელება და უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მორიგი მცდელობა ნიშნავს, რომ რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან სალაპარაკო არაფერია.

ამ ფარსს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეფერენდუმის იმიტაციაც კი არ შეიძლება ეწოდოს. წინასწარ ვიცოდით, შედეგის ნაცვლად რა გათამაშდებოდა. ინტელექტსაც კი არ სჭირდებოდა დიდი ცდა. ამ ფარსის შეთანხმებული ნომრები გავრცელდა მედიაში. რუსეთი არც იმალება.

ერთადერთი რაციონალური პასუხი ოკუპანტის ასეთ თავხედობაზე არის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. და მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ადასტურებენ ასეთ მხარდაჭერას: თავდაცვა, ფინანსური, სანქციები." - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ რუსეთის ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება უკრაინას არაფერს შეცვლის.

"ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ხალხის დასაცავად ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, დონბასში, ხარკოვის რეგიონის ჯერჯერობით ოკუპირებულ რეგიონებში და ყირიმში." -აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics