|
2022-09-19 10:39:51, 1279 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ და ტურისტებისთვის საინტერესო სივრცე გაიხსნება
„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ გაიხსნება. პროექტის მხარდაჭერის მიზნით ბანკის მხრიდან 1 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა. პროექტის ჯამური ღირებულება კი 1.7 მლნ ლარია. „მუზეუმის მთავარი მისია, ქალაქ გორში მაღალი დონის კულტურული, საგანმანათლებლო და სარელაქსაციო სივრცის შექმნაა, სადაც არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი სტუმრებიც შეძლებენ მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ ახალი აღმოჩენების გაკეთებას. ასევე, განტვირთვასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას. მუზეუმში მევენახეობისა და მეღვინეობის რუქა განთავსდება, რომელზეც შიდა ქართლში გავრცელებული ვაზის ჯიშები იქნება აღბეჭდილი. ასევე, წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული ტრადიციული სასმისების კოლექცია და ღვინის 0-დან 25 წლამდე დაძველების პროცესის ვიზუალები და სხვა. მუზეუმი შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული. ადგილზე მოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, ქართული ღვინისა და სამზარეულოს მასტერკლასები გაიარონ”, - აცხადებს „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმის“ წარმომადგენელი, დავით ბოჭორიშვილი. „მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს საინტერესო წამოწყებას. შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი დამთვალიერებელს კიდევ უფრო განსხვავებული კუთხით დაანახებს ქართული ღვინის ისტორიას და იმ კულტურულ ღირებულებას, რაც მას თან ახლავს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი მრავალფეროვან სივრცეებს გააერთიანებს, როგორიცაა: მაღაზია ვიზიტორთათვის, სადეგუსტაციო სივრცე და ბუტიკური რესტორანი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ეზიარონ ქართულ სამზარეულოს და დააგემოვნონ ტრადიციული და შიდა ქართლში გავრცელებული კერძები. წარმატებას ვუსურვებთ გუნდს პროექტის განხორციელებაში. ჩვენ კი მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების ხელშეწყობას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)