|
2022-09-15 19:41:28, 1683 ნახვა
ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლეიენის სახელი კიევში, დიდების ხეივანში დაწერეს
ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში. - ამის შესახებ უკრაინის პრეზუდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, დღეიდან მისი სახელი იქნება კიევის დიდების ხეივანში დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლატვიისა და ჩეხეთის სახელმწიფო მოღვაწეების სახელების გვერდით. "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისიდანვე, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში საერთო ევროპული ღირებულებების დასაცავად. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)