|
2022-09-07 11:34:57, 895 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 47 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოს თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 47 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 209, 624 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის, 44, 904 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 164,72 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც დასაწყობდა ეროვნული სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში”. „რეგიონების მიხედვით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებიდან, 15 დარღვევა კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 - ქვემო ქართლის, 18 - შიდა ქართლის, 4 - სამცხე-ჯავახეთის, 6 - იმერეთის, ხოლო 2 - სამართალდარღვევა გამოვლენილია რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდამრღვევთა მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ გადაიყვანეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)