22:18 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 17:16:16, 1122 ნახვა

საზოგადოება
7 სექტემბერს ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება - ნახეთ ალტერნატიული მარშრუტი

7 სექტემბერს, ევროპის მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 6 სექტემბრის 21:00 საათიდან 7 სექტემბრის 13:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე  სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.

სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება შეზღუდული იქნება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან  მეტეხის ხიდის მიმართულებით.

სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. ნოე ჟორდანიას მტკვრის  მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხენა მოხვევით, ღვინის აღმართის მიმართულებით. 

სატრანსპორტო საშუალებებისათვის გადაადგილება ასევე, შესაძლებელი იქნება ევროპის მოედნიდან ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე.

აღნიშნული ღონისძიების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით მოხვდება თავისუფლების მოედანზე და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით:

ავტობუსები: N102, N301, N305, N309, N325, N331, N333, N337, N344, N345, N350, N371, N393

მიკროავტობუსები: N538, N547, N550,  N580.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics