23:24 - 24 Jul, 2026
|
2022-09-05 10:52:52, 892 ნახვა
საზოგადოება
ნაფეტვრების დასახლებასთან, წავკისსა და წყნეთში გააჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინ შემოსული შეტყობინებების თანახმად, თბილისის მახლობლად, ტყის მასივებში: ნაფეტვრების დასახლებასთან, წავკისის მიმდებარედ და თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზასთან ხანძრები გაჩნდა. სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოახდინა ხანძარზე მორეაგირე ძალების მობილიზება. თავდაპირველად, საფრთხის მაღალი ხარისხის გამო, ნაფეტვრების დასახლების მიმდებარედ არსებული ცეცხლის კერის ლოკალიზება მოხდა. პარალელურად მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის ღონისძიებები წყნეთსა და წავკისთან. მეხანძრე-მაშველთა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების შედეგად, დროულად მოხდა ხანძრების ლოკალიზება და შემდეგ - ლიკვიდაცია.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)