|
2022-08-29 16:15:43, 2001 ნახვა
ეკონომიკა
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას განახორციელებს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. „პროგრამის მიზანია ვაშლის აღების სეზონზე, დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია, ფერმერებმა მიიღონ შემოსავალი და არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა. პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ცვლილებები განხორციელდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის“ ქვეკომპონენტში. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემულ სესხებზე, ნაცვლად წლიური 8% პროცენტისა სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად 9 თვის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ვაშლის გადამუშავებისთვის განკუთვნილი სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 9 თეთრს, ყოველ შეძენილ ერთ კილოგრამ ვაშლზე გადაანგარიშებით. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, კვლავ განსაზღვრულია ბანკებისთვის ფიქსირებული და მცურავი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევები საფინანსო ინსტიტუტიებისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთების ჭრილში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)