|
2022-08-26 11:19:43, 1187 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში რაიმუნდ იელეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში რაიმუნდ იელეს შეხვდა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „მინისტრის მოადგილემ FAO-სა და სამინისტროს შორის ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და საქართველოში ორგანიზაციის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების, სურსათის წარმოების ზრდის და სოფლად სიღარიბის დაძლევის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო FAO-სთვის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია. FAO კვლავაც გააგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის, სურსათის უვნებლობის განვითარების, სასურსათო სისტემების გარდაქმნის მხარდაჭერას, ასევე, სოფლის მეურნეობით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამებს კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოში FAO-ს წარმომადგენლის თანაშემწე მამუკა მესხი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“,- აღმიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)