|
2022-08-25 17:56:32, 1758 ნახვა
საზოგადოება
შსს - ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების უმეტესობა, ამ მომენტისთვის, ლიკვიდირებულია
ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების უმეტესობა, ამ მომენტისთვის, ლიკვიდირებულია,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა, კვლავ ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს „დღეს დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. ტარდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა“,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ტყეში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, რომლის ჩაქრობასაც ექვსი დღეა ცდილობენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)