|
2022-08-24 13:48:11, 1256 ნახვა
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისია - ინტერნეტ სივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ინტერნეტ სივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია. კომუნიკაციების კომისიამ ვებგვერდების წარმომადგენლებს თითქმის ორწლიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ. იმ ვებგვერდებთან დაკავშირებით, რომლებმაც კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ ამოიღეს საკუთარი პლატფორმიდან არალეგალური კონტენტი, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი არიან მოახდინონ რეაგირება და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ნოემბერში ამერიკის კინოსტუდიების მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის გამოგზავნილ წერილში, სწორედ კომისიის როლსა და მიღწეულ შედეგებზე იყო საუბარი, რისთვისაც ორგანიზაციამ კომუნიკაციების კომისიას მადლობა გადაუხადა და მაუწყებლების შემდეგ ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გასუფთავებაში დახმარება სთხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)