13:20 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 13:00:47, 2143 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეებს, უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეებს, უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინაში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვაშინგტონში ფლობენ ინფორმაციას რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დაგეგმილი სარაკეტო დარტყმების შესახებ, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მომდევნო დღეებში რუსეთი გააქტიურებს ძალისხმევას  უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო ობიექტებზე იერიშის მისატანად. უკრაინაში რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ მუდმივი საფრთხის გამო, რომელსაც რუსული დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უქმნის”,- აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსული დარტყმები მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის.

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, ახლავე დატოვონ უკრაინა და გამოიყენონ სახმელეთო ტრანსპორტი, თუ უსაფრთხო იქნება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics