03:06 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 11:29:49, 2170 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლონეთის პრეზიდენტი კიევში მესამედ ჩავიდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა . გავრცელებული ინფორმაციით, ის ყირიმის პლატფორმის მე-2 სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც პოლონეთის სახელმწიფო მეთაურის პრესსამსახური იტყობინება, ანჯეი დუდა უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით ჩავიდა. 

გარდა ამისა, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი მოლაპარაკებები პრეზიდენტებსა და დელეგაციებს შორის უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ განზომილებაში მხარდაჭერასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს ანჯეი დუდას მესამე ვიზიტია უკრაინაში. მანამდე პოლონეთის პრეზიდენტი კიევში 13 აპრილს და 21-22 მაისს იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics