13:30 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-21 18:25:05, 1329 ნახვა

მსოფლიო
სომალის შეიარაღებულმა ძალებმა, სასტუმრო „ჰაიატი” ისლამისტებისგან გაათავისუფლეს

სომალის შეიარაღებულმა ძალებმა, სასტუმრო „ჰაიატი" ისლამისტებისგან გაათავისუფლეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო 117 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სომალის სპეციალური ძალების მიერ სასტუმროს გათავისუფლების ოპერაცია 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სომალის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მხოლოდ საავადმყოფოს მონაცემებზე დაყრდნობითაა და შესაძლებელია არსებობდნენ გარდაცვლილები, რომლებიც თავად ნათესავებმა დაკრძალეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 აგვისტოს სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ წევრები სასტუმრო „ჰაიატს“ თავს დაესხნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics