14:39 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-21 13:10:44, 1166 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთში მეწყერს და წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ პროვინციებში მეწყერს და წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გასული სამი დღის განმავლობაში, ინდოეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიებმა ასობით სოფელში სახლები წალეკეს, რის შედეგად მოსახლეობა ღია ცის ქვეშ დარჩა.

მათივე ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ინდოეთის ჩრდილოეთით, ჰიმჩალ-პრადეშის შტატში, სადაც მეწყერმა და წყალდიდობამ 36 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ოთხი ადამიანი დაიღუპა და 13 დაკარგულად ითვლება მეზობელ უტარაკჰანდის შტატში.

ძლიერმა წვიმებმა ინდოეთის აღმოსავლეთით მდებარე ოდიშას და ჯარხანდის შტატებში სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

წყალდიდობის და მეწყერის შედეგად 800 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლების მიტოვება. 120 ათასი ადამიანი თავშესაფრებშია გადაყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics