|
2022-08-18 12:30:48, 973 ნახვა
საზოგადოება
ქვემო სამგორში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია სრულდება
სამგორის რაიონში, 31-ე ქარხანასთან, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N162-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 12 800 კვ. მ ფართობი ტერიტორია კეთილმოეწყო. სკვერში განთავსდა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით; დამონტაჟდა ურნები, საბაღე და საქანელა სკამები; საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, მოეწყო ცხოველების გასასეირნებელი სივრცე; დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა. აღნიშნულ მისამართზე კომბინირებული ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე, გამწვანების სამუშაოების ჩატარება იგეგმება. პროექტისთვის, რომელიც გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ალგე ჯგუფი“ შეასრულა, ბიუჯეტიდან 1 407 843 ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საქართველოს პარლამენტში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი ადგილზე გაეცნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)