|
2022-08-18 11:39:35, 1091 ნახვა
საზოგადოება
მაღალი ხარისხის პროდუქცია არის კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე - ოთარ შამუგია გურიაში თხილის ბაღში იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ფერმერ ნიკოლოზ გობრონიძის თხილის ბაღი დაათვალიერეს და მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ. „ჩვენი ქვეყნისთვის თხილი ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა, მოგეხსენებათ, ეს დარგი უკვე წლებია მავნებელთან ბრძოლის გამოწვევის წინაშე დგას. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად, სახელმწიფო, ჩვენი ფერმერები, ფერმერთა ასოციაცია, ერთობლივად ვახორცილებთ მასშტაბურ ღონისძიებებს, რისთვისაც უკვე მრავალი წელია მობილიზებული გვაქვს ძალიან დიდი ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსი. გვეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები. ჩვენი მთავრი მიზანია მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება. მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია არის კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. პროგრამით „დანერგე მომავალი“ თხილის ბაღი ფერმერმა ნიკოლოზ გობრონიძემ 20 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 10,500 ლარია; ფერმერმა 50,000 ლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)