15:38 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 10:52:30, 944 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის პრემიერი - რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპის შესახებ სიმართლე გამოავლინა

რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპის შესახებ სიმართლე გამოავლინა,- აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი ევროპელი ლიდერი რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინით მოხიბლული იყო, ხოლო ახლა შოკირებულია.

"რუსული იმპერიალიზმის დაბრუნებამ არ უნდა გაგვაკვირვოს. ევროპა თავის ამჟამინდელ მდგომარეობაში აღმოჩნდა არა იმიტომ, რომ საკმარისად ინტეგრირებული არ იყო, არამედ იმიტომ, რომ უარი თქვა სიმართლის ხმის მოსმენაზე. ეს ხმა მრავალი წლის განმავლობაში ისმოდა პოლონეთიდან." - განაცხადა მორავიეცკიმ.

მან აღნიშნა, რომ მექანიზმი, რომელიც  ევროკავშირს უმრავლესობის ტირანიისგან იცავს, არის ერთსულოვნების პრინციპი, ქვეყნებს შორის კომპრომისის ძიება. 

"პოლიტიკური პრაქტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირში გერმანული და ფრანგული ხმები უაღრესად მნიშვნელოვანია. ამრიგად, ჩვენ საქმე გვაქვს ფორმალურ დემოკრატიასთან და დე ფაქტო ოლიგარქიასთან, რომელშიც ძალაუფლება უძლიერესთა ხელშია", - ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics