00:22 - 26 Jul, 2026
|
2022-08-12 11:45:50, 1031 ნახვა
საზოგადოება
გლდანულაში, N7 - 7 ა საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გლდანულაში, N7 - 7ა საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 800 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. „პროექტისთვის 317 543 ლარი დაიხარჯა. გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი სკვერის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)