|
2022-08-10 13:48:07, 1114 ნახვა
საზოგადოება
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, 9 აგვისტოს დაკარგული 30 უცხოელი მოლაშქრის გამოყვანა წარმატებით დასრულდა
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, 9 აგვისტოს დაკარგული 30 უცხოელი მოლაშქრის გამოყვანა წარმატებით დასრულდა. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს, არცერთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ვიზიტორების ძებნა გუროს ხეობაში დილიდან მიმდინარეობდა, რომელშიც სამაშველო სამსახურის გარდა, აქტიური მონაწილეობა მიიღეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის დაცვის უფროსის არმაზ წიკლაურის ხელმძღვანელობით. მაშველებისა და რეინჯერების ოპერატიულმა საძიებო მოქმედებამ უზრუნველყო ყველა მოლაშქრის უვნებლად გამოყვანა. მათგან 2 ტურისტს შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემა, რის გამოც, სოფელ ხადუდან, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს კლინიკაში. მათი მდგომარეობა, ამჟამად, სტაბილურია. დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის დაგეგმვისას, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ან ეწვიოთ ვიზიტორთა ცენტრს და მხოლოდ ვიზიტორთა სპეციალისტის მიერ რეკომენდებულ ბილიკებზე/მარშრუტებზე იმოგზაუროთ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)