00:23 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-10 12:07:35, 3376 ნახვა

საზოგადოება
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავასა და სასახლის დირექტორ თიკა რუხაძესთან ერთად,  მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

„პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს: საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას, ბაღისა და 9 აპრილის ქუჩის მხარეს  მდებარე  მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებასა და საძირკვლის გაძლიერებას, ინტერიერში ოთახების აღდგენა-რეატავრაციას, მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს, კარ-ფანჯრების განახლებას, დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაციასა და მის გადაწყობა-აღდგენას, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას შენობაზე, ეზოსა და სასახლის ისტორიულ ღობეებზე. 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, დაახლოებით, 80-წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ცენტრია, სადაც 5 000-მდე მოსწავლე-ახალგაზრდა სხვადასხვა სერვისით სარგებლობს.

რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 33 700 000 ლარს შედგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics