|
2022-08-09 11:29:16, 960 ნახვა
საზოგადოება
საჩხერეში სამთო მომზადების კურსების დასრულების ცერემონიალი გაიმართა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების კურსების დახურვის ცერემონიალი გაიმართა. სამთო მომზადების ზაფხულის შუალედური კურსი ქართველმა და უცხოელმა მონაწილეებმა გაიარეს, ტაქტიკურ-ტექნიკურ კურსს კი, აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ქვედანაყოფის ნაკრები ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით სამთო-ტექნიკური მომზადება გაიარეს და მაღალ მთაში სროლის ტექნიკას დაეუფლნენ. I ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა სამთო ელემენტების გამოყენებით ტაქტიკური ოპერაციებიც შეასრულეს. სკოლამ კიდევ ერთ კურსს უმასპინძლა. „საბაზისო კურსის ფარგლებში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის მსმენელებმა სამთო ტექნიკური მომზადების ფარგლებში კლდეზე ცოცვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა, ასევე დაშავებულის გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება შეისწავლეს. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)