|
2022-08-09 11:23:12, 835 ნახვა
საზოგადოება
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი ამბულატორიული განყოფილება გაიხსნა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი ამბულატორიული განყოფილება გაიხსნა. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებული დეპარტამენტი ადგილობრივებსა და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პაციენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ თერაპევტის, კარდიოლოგის, ჰემატოლოგის, გინეკოლოგის, ნეფროლოგის, პულმონოლოგის, ტრავმატოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ონკოქირურგის და სხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია. ასევე - ჩაიტარონ დიაგნოსტიკურ და ინსტრუმენტული კვლევები. აქვე შესაძლებელია სხვადასხვა ანალიზების გაკეთება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ავტომატიზებულ ლაბორატორიაში. „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დასაწყისში გაიხსნა. კლინიკამ, ზემო სვანეთიდან, სამეგრელოდან და ოკუპირებული აფხაზეთიდან 7 000-ზე მეტ კოვიდპაციენტს უმკურნალა. ასევე აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციის პროგრამაში. კლინიკაში არის დიალიზისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტიც, რომელიც უახლესი სტანდარტების აპარატურითაა აღჭურვილი და ჰემოდიალიზზე დამოკიდებული ადგილობრივ პაციენტებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებას აწვდის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)